გაკვეთილები

   შიდა დაკვირვების გაკვეთილის გეგმა
მუსიკა
1.    გაკვეთილის თემა


ორკესტრი

2.  სწავლების საფეხური და კლასი

საბაზო საფეხური   VII კლასი

3  საგანი, მასწავლებლის  სახელი, გვარი

მუსიკა.
სოფიო მახარობლიძე

4.  მოსწავლეთა რაოდენობა
  23

5. განსაკუთრებული მიდგომების საჭიროებების მქონე მოსწავლეთა
რაოდენობა და პროფილი

 განსაკუთრებული საჭიროებების მოსწავლე არ არის




6.  გაკვეთილის სასწავლო მიზნები
 1.მოსწავლე შეძლებს ინფორმაციის მოძიებას მუსიკალური ნიმუშის შესახებ.
 2. მოსწავლე შეძლებს მოსმენილი მუსიკალური ნაარმოების გაანალიზებას, ამოიცნობს მუს. ჟანრს, სტილს. გაარჩევს მუს. ფაქტურას.
 3. მოსწავლე შეძლებს მუსიკალური ტერმინოლოგიების გამოყენებას საუბრის დროს.

7.               ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ინდიკატორები
მუს. VII-5. მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი მუსიკალური ნაწარმოების გაანალიზება:
  შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
ა) საუბრობს მუსიკალური ნაწარმოების მოსმენით გამოწვეულ შთაბეჭდილებებზე;
ბ) განსაზღვრავს მუს. ნწარმოების ჟანრს( ოპერა, ბალეტი, სიმფონია, ინსტრუმენტული კონცერტი...), სტილს( კლასიკური, ხალხური, თანამედროვე);
გ)მოსმენის დროს ახასიათებს მუსიკის გამომსახველობით საშუალებებს;
დ) საუბრის დროს იყენებს მუს. ტერმინოლოგიას;
ე) ამოიცნობს მუსიკალურ ნაწარმოებს მოსმენისას;
მუს. VII- 6. მოსწავლეს შეუძლია გააცნოს თანაკლასელებს მუსიკალური ხელოვნების ნიმუში ან მუსიკოსის შემოქმედება.
   შედექი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
ა) შეარჩევს მისთვის საინტერესო მუსიკალურ ნაწარმოებს/ შემსრულებელს/ კომპოზიტორს;
 ბ) მოიძიებს და ამუშავებს ინფორმაციას მუს. ნაწარმოების. კომპოზიტორის, შემსრულებლის შესახებ;
 გ) აცნობს თანაკლასელებს მოძიებულ ინფორმაციას, საკუთარ შთაბეჭდილებებს მუსიკალური ნაწარმოების, ამა თუ  იმ მუსიკოსის შესახებ;










8.თანმიმდევრობა
(აქტივობა და დრო)
   საკლასო მენეჯმენტი;
 ჯგუფური მუშაობა.
             მოლოდინის განსაზღვრა:
1)    აქტივობა - გაკვეთილის ორგანიზება
ასწავლებელი ესალმება კლასს და აცნობს გაკვეთილის თემას, მიზნებს და შეფასების კრიტერიუმებს.
დრო: 2 წთ.
2)    აქტივობა-ჯგუფური მუშაობა
 შემდეგ მასწავლებელი ჯგუფებად დაყოფილ კლასს მიმართავს და იწყებს მიცემული დავალების გამოკითხვას. ჯგუფებს დავალებული ჰქონდათ მოეძიებიათ ინფორმაცია სხვადასხვა სახის ორკესტრების შესახებ. მასწავლებელი მიმართავს  ჯგუფებს ისაუბრონ მოცემული დავალების  შესახებ.
პირველი ჯგუფი საუბრობს - სიმფონიური ორკესტრის შესახებ. მეორე- კამერული ორკესტრის შესახებ. მესამე- სასულე ორკესტრის. მეოთხე- სიმებიანი კვარტეტის შესახებ.
 დრო: 14 წთ.
 აქტივობის მიზანი: მოსწავლეებს განუვითაროს ინფორმაციის მოძიებისა და აუდიტორიისთვის წარდგენის უნარ-ჩვევა.

3)    აქტივობა-კითხვა-პასუხი
დავალების მოსმენის შემდეგ ცოდნის გაღრმავების მიზნით მასწავლებელი უსვამს თითოეულ ჯგუფს მორიგ შეკითხვას:
ა) ვინ არის კომპოზიტორი?
ბ) რომელი კომპოზიტორები წერდნენ ორკესტრისათვის მუსიკას?
გ) რა და რა სახის ინსტრუმენტისაგან შედგება ორკესტრი?
დ) რომელ საუკუნეში ჩამოყალიბდა ორკესტრი?
ე) რა ჰქვია სანოტო ჩანაწერს?
ვ) მუსიკის რომელი ჟანრის თანმხლებია ორკესტრი?
ზ) რას ნიშნავს კონცერტი?
თ) რას ნიშნავს სიმფონია?
დრო: 6 წთ.
აქტივობის მიზანი: გაუაქტიუროს მოსწავლეებს წინარე ცოდნა.
                 სიღრმისეული წვდომა:
4)    აქტივობა-  მინი ლექცია
მასწავლებელი გადადის ახალ მასალაზე რომელიც დაკავშირებულია წინარე მასალასთან. მასწავლებელი იწყებს შეკითხვებით:

ა) კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, ვინ ხელმძღვანელობს ორკესტრს?
ბ) რომელ დირიჯორს იცნობთ?
გ) რა ჰქვია დირიჯორის „ჯოხს“?
შემდეგ მასწავლებელი უხსნის მოსწავლეებს, რომ დირიჟორსა და ორკესტრის თითოეულ მუსიკოსს წინ უდგას ნივთი რომელსაც ნოტების დასადებად იყენებს, ამ ნივთს პულტი ჰქვია. პულტზე თითოეულ მუსიკოსს უდევს ნოტები, რომელსაც სანოტო პარტია ჰქვია. მასში დაწერილია თითოეული ინსტრუმენტისათვის განკუთვნილი სანოტო პარტია, ხოლო დირიჟორს კი ყველა ინსტრუმენტის ნოტი გაერთიანებული ერთ წიგნად, რომელსაც სანოტო პარტიტურა ეწოდება. ამ პარტიტურით ხელმძღვანელობს დირიჟორი ორკესტრის წინაშე. სანამ დირიჟორი მსმენელის წინაშე წარსდგება , მას დიდი შრომა სჭირდება იმისათვის რომ მუსიკა ლამაზი და სასიამოვნო იყოს. ამისათვის ის ირჩევს რომელიმე კომპოზიტორის ნაწარმოებს, ანაწევრებს მას ინსტრუმენტების მიხედვით და თითოეულ მუსიკოსს აძლევს თავის პარტიას დასამუშავებლად. ორკესტრის თითოეული წევრი გადის უამრავ რეპეტიციას დირიჟორთან ერთად და საბოლოოდ ჩვენ ვიღებთ არაჩვეულებრივ შედეგს დიდ სცენაზე.
დრო: 4 წთ.
აქტივობის მიზანი: მოსწავლეებმა შეისწავლონ სანოტო პარტია და პარტიტურა, გაიგონ მათი დანიშნულება.




5)    აქტივობა- მუსიკალური პარტიტურის ამოცნობა.
შემდეგ მასწავლებელი ურიგებს თითოეულ ჯგუფს სანოტო პარტიტურას და ავალებს მათ გადახედონ, დააკვირდნენ და
ამოიცნონ თუ რომელი ინსტრუმენტების პარტიებია მოცემული სანოტო პარტიტურაში.
დრო: 3 წთ.
აქტივობის მიზანი: მოსწავლეებმა ამოიცნონ სხვადასხვა ინსტრუმენტებით შესრულებული  სანოტო პარტიტურა.
6)    აქტივობა-ორკესტრის სტილის ამოცნობა
მასწავლებელი ასმენინებს და უჩვენებს თითოეულ ჯგუფს სხვადასხვა ორკესტრის მიერ შესრულებულ მუსიკას და მოსწავლეებმა უნდა შეძლონ და ამოიცნონ რომელი ორკესტრია.
დრო: 7 წთ.
აქტივობის მიზანი: მოსწავლეებმა  ამოიცნონ რომელი ორკესტრი ასრულებს მუსიკას.

7)    აქტივობა- ინსტრუმენტის ჟღერადობის ამოცნობა.
მასწავლებელი ასმენინებს მოსწავლეებს სხვადასხვა ინსტრუმენტების ჟღერადობას და
   უნდა ამოიცნონ რომელი ინსტრუმენტია.
  აქტივობის მიზანი: მოსწავლეებმა ამოიცნონ მუსიკალური ინსტრუმენტი.
  დრო: 5 წთ.

8) აქტივობა- შეფასება
დრო: 3წთ.



9) აქტივობა- საშინაო დავალება.
მასწავლებელი აძლევს საშინაო დავალებას მოსწავლეებს: სანოტო რვეულებში უნდა ჩაწერონ 2/4;   3/4;  4/4 - მეტრის  რვა ტაქტიანი რიტმული სავარჯიშო,



აქტივობის მიზანი: მოსწავლეები დაწერენ ნოტებს მეტრის მიხედვით თითოეულ ტაქტში.
დრო: 1წთ





9.  შეფასების კრიტერიუმები


 განმსაზღვრელი, განმავითარებელი
ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა
შეფასების კრიტერიუმები
ქულა
ჯგუფის ყველა წევრი ჩართულია
1
ჯგუფის წევრები უსმენენ ერთმანეთს
2
ჯგუფის წევრები თანამშრომლობენ (აზრის გამოხატვის თანაბარი პირობები)
2
ჯგუფი პრეზენტაციისას წარმოადგენს მთავარ იდეას, აკეთებს დასკვნებს.
2
ჯგუფი პასუხობს შეკითხვებს
2
ჯგუფი იცავს დროის ლიმიტს
1











10. საკლასო მენეჯმენტი _
საგანმანათლებლო რესურსები


მუსიკის სახელმძღვანელო-მ. ჩიკვაიძე- მე-7 კლასი.
 საპრეზენტაციო  ფურცლები, მარკერი, სანოტო პარტიტურა, აუდიო- ვიდეო მასალა, კომპიუტერი, პროექტორი. დაფა, ცარცი.
მოსასმენი მასალა:
ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი- N9 სიმფონია, D moll, op.125
Beethoven: Symphony No.9 in D minor - Wiener Philharmoniker, Christian Thielemann

სამხედრო ორკესტრი-  ვალსი. На санках Манчжурии”-ი. შატროვი
"On the Manchurian Hills" (I. Shatrov)

 ბ. ბრიტენი- კამერული ორკესტრი- „ უბრალო სიმფონია“ თხზ. N 4
B Britten Simple Symphony, Op 4

 ჯაზ-ორკესტრი- ვინტონ მარსალისი
THE LIFE AND MUSIC OF DAVE BRUBECK - Jazz at Lincoln Center Orchestra with Wynton Marsalis





                                   

Comments